ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვლევითი სტრატეგია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია ეფუძნება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს, უნივერსიტეტის წესდებას, ნორმატიულ და ადმინისტრაციულ აქტებს, უნივერსიტეტში მოქმედ რეგულაციებს და წესებს, თანხვედრაშია ზოგად საუნივერსიტეტო სტრატეგიასთან და ხელს უწყობს უნივერსიტეტის განვითარებას სამი ძირითადი მიმართულებით:
კვლევითი სტრატეგიის საშუალებით უნივერსიტეტი აყალიბებს ხედვას, თუ როგორ გააძლიეროს უნივერსიტეტში არსებული ძლიერი სამეცნიერო მიმართულებები და მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან მზარდ სფეროებს, განავითაროს ღია და პასუხიმგებლიანი კვლევის პრაქტიკები, და დანერგოს კვლევითი ინოვაციები. შედეგად შეიქმნება მაღალი ხარისხის და გავლენის (impact) კვლევითი პროდუქტი, რაც საფუძვლად დაედება უნივერსიტეტში:
უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგია ეფუძნება უნივერსიტეტის სტრატეგიას 2024 – 2030 წლებისათვის, იზიარებს მასში დეკლარირებულ ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, უნივერსიტეტის პრიორიტეტებს და უმნიშვნელოვანეს მიზნებს 2024-2030 წლების განმავლობაში.